“ალბათ, იძულებული გახდა” – 14 წლის მოზარდის ოჯახის ახლობელი, ბაბუას მხრიდან ძალადობის აღიარებაზე

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუა იძულებული გახდა, რომ მოზარდზე ძალადობა ეღიარებინა. ჯემალ აბულაშვილის მტკიცებით, ბაბუა გარდაცვლილ შვილიშვილზე ფიზიკურად არ ძალადობდა.

“რა უნდა ეღიარებინა, ბავშვი რომ გაზარდა და პატრონობდა. ალბათ იძულებული გახდა. დედამისთან მიბრძანდით, დედამისს კითხვები დაუსვით, რამდენი წლის ბავშვები მიატოვა. ის 6 თვის პენსია აიღო წინასწარ და რომ წავიდა რა სინდის-ნამუსით.

მეუღლე ახალი დაღუპული ჰყავდა, უკვე სხვაგან იყურებოდა და ამის გამო დაადო თავი და მიატოვა შვილები”,-ამბობს ჯემალ აბულაშვილი.

14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ გოგონას ბაბუა 15 თებერვალს დააკავა. 76 წლის კაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დასდეს ბრალი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაელისაშვილი – რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა არ ვიცი