“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პარტიაში უკვე მივიდნენ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

ისინი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარეს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, სადაც ნიკა მელიას საქმეზე პროცესია ჩანიშნული, პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან, თუმცა ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდობიანი გზით აღუდგენენ წინ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას
შემდეგი სტატია“ალბათ, იძულებული გახდა” – 14 წლის მოზარდის ოჯახის ახლობელი, ბაბუას მხრიდან ძალადობის აღიარებაზე