ალასანია ხელისუფლებას უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე შეხვედრას სთავაზობს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხების პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ “პრევენციაზე სამართალდამცავები ვერ მუშაობენ იმიტომ, რომ არის რესურსების ნაკლებობა”. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ის ხელისუფლებას უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე შეხვედრას სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

“ჩემი აზრით, ახლა კიდევ უფრო ახალი სიმწვავით დადგა ჩვენთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების თემა. აქედან გამომდინარე, მე მინდა, როგორც პოლიტიკოსმა, ჩემი წვლილი შევიტანო და მე მინდა, მართველ გუნდს მივმართო, მოდით, შევიკრიბოთ და მოვძებნოთ ჩვენს ბიუჯეტშიც რესურსები იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს და უსაფრთხოების სამსახურებს მეტი რესურსი მივცეთ, რათა უფრო ეფექტურად პრევენციაზე იმუშაონ. დღეს კატასტროფული მდგომარეობა ამ კუთხით. პრევენციაზე სამართალდამცავები ვერ მუშაობენ იმიტომ, რომ არის რესურსების ნაკლებობა. ეს უნდა იყოს საზოგადების განსჯის საგანი,“ – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში(video)ეს არის ხელისუფლების ღირსების საქმე – ალექსი პეტრიაშვილი
შემდეგი სტატია,,არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ახლა ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ”