,,არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ახლა ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ”

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, მმართველ კოალიციაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ “კოალიცია დაშლისთვის არის განწირული”.

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და მოუწოდა კოალიციას, ერთმანეთში კამათის ნაცვლად, მოქალაქეების რეალურ პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ.

„2012 წელს კოალიცია ერთი მიზნით შედგა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოგვეცილებინა სააკაშვილი. ეს იყო ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალა. ასე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, როდესაც სააკაშვილმა გააერთიანა ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ. ასეთი კოალიციები იშლება. მაგრამ არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ახლა ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიალასანია ხელისუფლებას უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე შეხვედრას სთავაზობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე კოალიციის დაშლაში ტრაგედიას ვერ ხედავს