(video)ეს არის ხელისუფლების ღირსების საქმე – ალექსი პეტრიაშვილი

“ეს არის ხელისუფლების ღირსების საქმე,” – ეს შეფასება თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა, გადაცემა არჩევანში გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მასზე თავდასხმის საქმე ძალოვანი უწყება დროულად გამოიძიებს.

„ეს უკვე ადვილი საქმეა, რადგან მათ ჰყავთ უკვე დაკავებული და მისი კავშირების დადგენით შესაძლოა საქმის ბოლომდე მიყვანა,“ – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც აქვს საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას აფასებს და ამბობს, რომ ისინი მიზანმიმართულად პირადი უთანხმოების ნიადგაზე მომხდარ თავდასხმის ვერსიას არ განიხილავენ.

„არ მაქვს საფუძველი, რომ ვთქვა, რომ გამოძიებას პირადი მოტივებისკენ მიმართულების მცდელობა ჰქონდა. ეს მათი პრესტიჟის საქმეა, მაგრამ არც ვარდისფერ სათვალით ვუყურებ ცხოვრებას, ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ეს ბუმერანგივით მიუბრუნდება ხელისუფლებას,“ – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

https://youtu.be/8lRzXubte8I

banner
წინა სტატიაში(video)თავდამსხმელი მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი – ალექსი პეტრიაშვილი
შემდეგი სტატიაალასანია ხელისუფლებას უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე შეხვედრას სთავაზობს