ახლა სულერთია აქვს თუ არა პუტინს ონკოლოგიური დაავადება, მისი დასასრული უკვე „განსაზღვრული, ახლო და საშინელია” – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დასასრული “განსაზღვრული, ახლო და საშინელია”.

მისი თქმით, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, თუმცა პუტინმა გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღება და ახლა ხალხი 9 მაისს გენოციდის ახალ სიმბოლოს უკავშირებს.

„ახლა სულერთია აქვს თუ არა მას ონკოლოგიური დაავადება. მისი დასასრული უკვე “განსაზღვრული, ახლო და საშინელია”. მას ექნება საშინელი მორალური დასასრული. შემიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელი განაჩენი არ ხდება იმ მომენტში, როდესაც ადამიანი კვდება. უკანასკნელი განაჩენი მისი ცხოვრების ყოველი წამია. სინამდვილეში, ადამიანი ყოველ წამს მიდის გოლგოთაზე”, -განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიპოზიტიური სიგნალია, რომ მამაჩემს შესთავაზეს კლინიკაში გადასვლა, ვნახოთ, რა შედეგამდე მივა – ედუარდ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის სამხედრო დახმარებით ომის დანაშაულების თავიდან არიდება უნდა შევძლოთ – ბერბოკი