ახლა მთავარი ამოცანაა ხანძრების ლიკვიდაცია, შემდეგ დავსხდებით და მიზეზებსაც გავაანალიზებთ

ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია, შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა არის გახშირებული ხანძრების მიზეზი.
„მოდით, მიზეზებზე ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია და შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილი ახალციხის რაიონის სოფელ სვირში იმყოფება, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით, ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში დავამატეთ ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა