ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში

ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში, – ამის შესახებ გადაცემა „კვირის თემის“ ეთერში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, რას აპირებთ ხვალ პიკეტირების ფონზე, როცა დემონსტრანტები შეეცდებიან ხვალ არ შეუშვან ბიუროს სხდომაზე დეპუტატები, მან ასე უპასუხა:

„როდესაც უსამართლობა ხდება ქვეყანაში და სახელმწიფოში, აჯანყების უფლებაც აქვს მოქალაქეთა ჯგუფს. მშვიდობიანი, რა თქმა უნდა. მე ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენ ეთერში. ამას ვგულისხმობ. ყველას აქვს სხვადასხვა ფორმა მისი მოქმედების. ჩვენი სტრატეგია, სტილი და მეთოდოლოგია არის განსხვავებული. მე განსხვავებული ფორმით ვაპირებ მოქმედებას და არ მინდა არავის კრიტიკა. მაგრამ კანონის ფარგლებიდან გასვლა თუ იქნება, არსებობენ სამართალდამცველი სტრუქტურები და მათაც კანონის ფარგლებში მოუწევთ ამ ყველაფრის აღკვეთა. მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ვინმე კანონის ფარგლებს გასცდა“, – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ადმინისტრაციის თანამშრომლები შედიან – დეპუტატები კი ჯერ არ მისულან
შემდეგი სტატიაამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია