ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯაფარიძის თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ასევე ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეში. გუბერნატორის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.

banner
წინა სტატიაშიახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში
შემდეგი სტატიაბოკერია: თუ დააპირებენ ბიუროს ჩატარებას, “ოცნების” დეპუტატებს შეექმნებათ დიდი დისკომფორტი