“ახლა კოვიდია, თუმცა საპროტესტო ტალღა ვერ გაჩერდება, გამორიცხულია”

სულ გვამუნათებენ, რომ გარეთ არის კოვიდი, დიახ, გარეთ კოვიდია, ის რაოდენობა, რაც გამოვა პირბადეებით, დავდგეთ დისტანციურად და ეს იქნება ჩვენი პროტესტი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, კოვიდი იყო, როდესაც დენდროლოგიურ პარკში ჭყლეტვა იყო, კოვიდი იყო, როცა კახი კალაძის ავსობუსებში ჭყლეტვა იყო.

„დიახ, ახლა კოვიდია, მე ძალიან განვიცდი ამას და ჩემი აზრი მინდა ვთქვა. საპროტესტო ტალღა ვერ გაჩერდება, გამორიცხულია, ხალხი სახელმწიფოს არ წაართმევინებს ოლიგარქს. ამიტომ ვთვლი, რომ კარგი იყო აი, ის საპროტესტო ტალღა რაღაცნაირად დისტანციის დაცვით, ჯაჭვის ტიპის, წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება, ზემოდან რომ გადაიღებენ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ პოლიტიკური კულტურა. ის რაოდენობა, რაც ჩამოდგება პირბადეებით დავდგეთ, დისტანცია დავიცვათ და ეს იქნება ჩვენი პროტესტი. მომწონს ჯაჭვის იდეა პირბადეებით, სადაც დისტანცია იქნება დაცული და ხელსაც არ მივადებთ ერთმანეთს, რადგან პასუხისმგებლიანები ვართ, ამიტომ შემოვიტანე ზუსტად ეს ჯაჭვის იდეა. დანარჩენი პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიმტაცებელ ოლიგარქზეა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უარი თქვან გაყალბებაზე
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ოცნების შესაძლო ვაჭრობაზე: არ გამოვრიცხავ დაწყებული იყოს