ჯაფარიძე ოცნების შესაძლო ვაჭრობაზე: არ გამოვრიცხავ დაწყებული იყოს

პარტია გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან ვაჭრობა დაიწყოს.

ჯაფარიძემ არც ის გამორიცხა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული იყოს, თუმცა ის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან ოპოზიცია ერთიანია.

“ალბათ. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც დაწყებული ჰქონდეს. ჩემი აზრით ვერა, იმიტომ რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ყველას კარგად გვესმის, რომ შედეგები რაც ცესკომ აჩვენა არის გაყალბებული, შესაბამისად არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ამაში ხელისუფლებაზე დაყოლა ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ყველას აქვს ეს განცდა. თავს 100% ვერაფერზე ვერ დავდებ, მაგრამ ოპოზიციაში ეს განწყობა ცალსახაა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაში“ახლა კოვიდია, თუმცა საპროტესტო ტალღა ვერ გაჩერდება, გამორიცხულია”
შემდეგი სტატიაცერცვაძე – სასტუმროში მოთავსებულ ყველა კოვიდინფიცირებულსა და ბინაზე მყოფთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ