ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს, თუმცა გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველომ გაატარა ყველა რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა სამოქმედო გეგმით მოითხოვა.
„ახლა არის ჯერი დიდ ქვეყნებზე, რომ მათ მიიღონ ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ის, რომ ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს, თუმცა გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.