ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

AWBF3P Judge

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომა დისტანციურად მიმდინარეობდა და მას არც ერთი მხარე არ ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს გირაოს შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ცნობისთვის, დაკავებული პირი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მას ბრალდება ორი მუხლით აქვს წარდგენილი. კერძოდ: სისხკლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 236-ე მუხლით [იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება]. დაკავებული პირი განზრახ მკვლელობის ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – მესტიაში კორონავირუსზე 430-მდე ნიმუშია აღებული
შემდეგი სტატიარამიშვილი-დღეს ექსპერტები ​ბაჩალიაშვილის Facebook-სა და სხვა ქსელებში შესვლას შეეცდებიან