ახალი ქსელები” საქართველოს მასშტაბით საკუთარ ოფისებში სადენზიფექციო სამუშაოებს ატარებს

“ახალი ქსელები” საქართველოს მასშტაბით საკუთარ ოფისებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადენზიფექციო სამუშაოებს ატარებს.

კომპანიის სერვისცენტრები თბილისსა და რეგიონებშია, მათ შორის ყველაზე დიდი – ქუთაისში. “ახალ ქსელებში” სულ დასაქმებულია 850 ადამიანი.

ამ დროისთვის სადენზიფექციო სამუშაოები თბილისში ტარდება, რის შემდეგაც რეგიონებში გაგრძელდება და სადეზინფექციო ხსნარით ყველა ოფისი და სადგური დამუშავდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადენზიფექციო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა: წალენჯიხაში ოთხი მოქალაქე თვითიზოლაცია იმყოფება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: აქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი