ახალი „გირჩის” წევრი – „გირჩის“ შიგნით ადამიანებს უჭირდათ არანორმალურად მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა

„გირჩის“ შიგნით ადამიანებს უჭირდათ არანორმალურად მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ მაშინ ჩვენი ლიდერები. ამან გამოიწვია კონფლიქტი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „გირჩი”, რომლის იდეოლოგიაც და ქცევის ეთიკაც მის ორგანიზმში იქნებოდა ერთნაირი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი „გირჩის” წევრმა ცოტნე კობერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი პარტიის სრული სახელი იქნება „მეტი თავისუფლება – გირჩი”, რომლის ყრილობაც დღეს იმართება. კობერიძის განმარტებით, უკვე ვირტუალურად აირჩიეს პოლიტსაბჭო, პარტიის თავმჯდომარე და სარევიზიო კომისიაც. მისივე თქმით, იდეოლოგიურად ორივე „გირჩი” ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

„თვითონ ქცევის ეთიკა აისახება პარტიაზე, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო და ამან შექმნა პრობლემები და ასევე შექმნა ის პრობლემა ზოგადად, იქნებოდა თუ არა ეს პროექტი. ეს დადგა ეჭვქვეშ, ადამიანები „გირჩში” ვერ მოდიოდნენ და პოლიტიკაში ისე ვეღარ ერთვებოდნენ, როგორც ჩვენ გვინდოდა ჩავრთულიყავით. ცხადია, ეს ჩვენს პოლიტიკას გარეთ არ ეტყობოდა, უბრალოდ თვითონ „გირჩის” შიგნით ადამიანებს უჭირდათ არანორმალურად მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ მაშინ ჩვენი ლიდერები. ამან გამოიწვია კონფლიქტი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „გირჩი”, რომლის იდეოლოგიაც და ქცევის ეთიკაც მის ორგანიზმში იქნებოდა ერთნაირი. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ექნებოდათ შეცდომის დაშვების უფლება, თავისუფლების და თანამშრომლობის სურვილი”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე – ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან
შემდეგი სტატიაკირკიტაძე – არასოდეს გამოგვიყენებია „ისფედი“ იმის სამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა