ახალი დეტალები “საქართველოს ბანკზე” განხორციელებული ყაჩაღობის ირგვლივ – შსს-ს ოფიციალური კომენტარი

შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ის ცნობით, მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან, ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს და მიმალვა შეძლეს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი საკადრო გადაადგილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს