ახალ ზელანდიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიატნილი სხვა თავდასხმებსაც გეგმევდა

ავსტრალიის მოქალაქე, 28 წლის ბრენტონ ტარანტი, რომელსაც კრაისტჩარჩის ორ მეჩეთზე თავდასხმა ედება ბრალად, დიდი ალბათობით, სხვა თავდასხმებსაც გეგმავდა – 16 მარტს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა. ტარანტის დაკავევისას მის მანქანაში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს. სავარაუდოდ, მეჩეთში ის მარტო მოქმედებდა და ორ სხვა დაკავებულთან კავშირი არ ჰქონია.

ტარანტი ავსტრალიის ქალაქ გრაფტონში გაიზარდა. მან ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები დაამთავრა და ბევრს მოგზაურობდა. ტერაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მან სოციალურ ქსელებში 74 გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც თეთრი რასის უპირატესობის თეორიის მომხრედ აცხადებდა თავს და მუსლიმების წინააღმდეგ ბროლისკენ მოწოდებას აკეთებდა.

კრაისტჩარჩის ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაDaimler-მა უპილოტო ავტომანქანების მასობრივი გამოშვება დააანონსა