ახალ სახეები მთავრობაში – კონსულტაციები დასრულებულია

კანცელარია

კონსულტაციების მინისტრთა კაბინეტის ახალ სახეებთან დაკავშირებით დასრულებულია – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„კონსულტაციები დასრულებულია ახალ სახეებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები როგორც ახალ სტრუქტურაზე, ასევე, განვითარების პროგრამაზე, მათ შორის იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველო მთავრობაში იქნება. შესაბამისი კონსულტაციები ფაქტობრივად, დასრულებულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, თუმცა მან არ დაასახელა კონკრეტული გვარები.
კვლავ უცნობია ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას მოქმედი მინისტრებიდან. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის წევრების შემადგენლობა პარლამენტს კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
“ჩვენ განახლებულ მთავრობას აუცლებლად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს იმ ვადებში, როგორც არის განსაზღვრული. ჩვენ გვსურს, ეს განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში. თუ თვენც მეტყვით ვინმე საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ.”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე

banner
წინა სტატიაში„სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც ვიხილეთ მედიაში ეს რეალობას არ შეესაბამება“
შემდეგი სტატიაჭრილობა გულის არეში – მომღერალი ირაკლი ნოზაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება