აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას – გითხარით, ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით

ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელწერა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არ არის.

„ჩვენი გუნდის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როცა რუსთაველის პროსპექტზე რეზინის ტყვიების წვიმა იყო და გაზით იყო დაფარული მთელი რუსთაველი. ამით დავამთავროთ, რომელი გუნდის ხელწერა რა არის. ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, – განაცხადა ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წევრების გვარები, ვინც მელიას იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – რაც დღეს პარლამენტში ხდება, არა ნიკა მელიას, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია