,,აირბალონებზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება 1 იანვრამდე გადაიდო”

აირბალონებზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიდო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  განუცხადა.  მისი ინფორმაციითრ მიზეზი რის გამოც ინსპექტირების პროცესი გადადიდო სატანაადო ინფრასტრუქტურის ამ ეტაპზე არ არსებობაა.

„ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოები დავავალდებულეთ, რომ მათ ქონდეთ გარკვეული მოწყობილობა-დანადგარები, ასევე გამკაცრდა მოთხოვნები სხვა შენობებიდან დაშორებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ 300 ათას ავტომობილს ეხება ეს საქმე და დღეს, ჩვენი ანალიზით კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვისცენტრების შესაბამისად აღჭურვა, რომ სწორად გაეკეთებინათ ინსპექტირება, რომ არ მომხდარიყო საცობები, არ გამოგვეწვია ერთის მხრივ უკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობის და მეორეს მხრივ არ არის მომზადებული ინფრასტრუქტურა”- განაცხადა ქუმსიშილმა. მისივე თქმით  1 იანვრამდე აქტიური სამუსაოები განხორციელდება იმისთვის რომ ორგანოს რაც შეიძლება მეტი სერთიფიცირებული ინსპექტორი ჰყავდეს.

,, 1 იანვარს, როდესაც ეს ძალაში შევა, იქაც იქნება გაწერილი გრაფიკი წლოვანების მიხედვით, გარკვეული წლებიდან გამომდინარე ავტომობილებს მოუწევთ პირველ რიგში შემოწმების გავლა და შემდგომ წამოვალთ აქედან, ეს არ იქნება ისე, რომ ერთჯერადად ყველას მოგვიწევს, თუმცა, ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული , რომ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირება-განმუხური
შემდეგი სტატიადიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა