დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა

zebraშინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, დიდუბის რაიონის გამგეობა შეუერთდა პროექტით „მოხატე უსაფრთხოება“.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს.
იმისათვის, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულიყო, ბელიაშვილის ქუჩა ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.
საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეითებსა და მძღოლებს მოძრაობის წესების შესახებ კამპანიის სტიკერები დაურიგეს და მოუწოდეს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
მოხალისე სტუდენტებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.
დიდუბის რაიონის გამგეობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე, გათვალისწინებულია კიდევ ერთი ზებრა ხაზის მოხატვა.

banner
წინა სტატიაში,,აირბალონებზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება 1 იანვრამდე გადაიდო”
შემდეგი სტატია“უკეთესი იქნება, რომ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ”