ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირება-განმუხური

lasha-dameniaამ წუთებში, სოფელ განმუხურში „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტი აქციას მართავს. პარტიის წევრები მოსახლეობას “eauction.ge”-ზე გამოქვეყნებუ პროექტს აცნობენ, რომლის მიხედევითაც, განმუხირის ბულვარი 34 ათასი კვადრატული მეტრი იყიდება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი სოფელში მშენებლობისა და ინვესტიციების შემოსვლის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა მათვის ბულვარისა და სანაპირო ზოლის გაყიდვა მიუღებელია, რადგან მიიჩნევენ, რომ ბულვარი და სანაპირო ზოლი ხალხისაა და ვინმეს საკუთრებაში არ უნდა იყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა დამენიას განცხადებით, ყველა პარტიას გაუგზავნიან ოფიციალურ მიმრთვას, რომ 29 მარტს, აუქციონის დასრულების წინა დღეს, ბულვარის და სანაპირო ზოლის გაყიდვა ფართომასშატაბიანი აქციით გააპროტესტონ.
„ხეების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ახალი ახირება აქვს – სანაპირო ზოლის შესყიდვა და საქართველოს შპს-დ გადაქცევა სურს, რასაც არ დავუშვებთ,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ganmuxur-300x118
შეგახსენებთ: განმუხურის სანაპირო ზოლი აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. ობიექტის ფასი, eauction.ge-ზე, 2263500.00 ლარია.

banner
წინა სტატიაში,,ციხისძირიდან ხის გადარგვის პროცესში მეც ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი, როგორც ნებისმიერი მოქალაქე”
შემდეგი სტატია,,აირბალონებზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება 1 იანვრამდე გადაიდო”