,,აი ახლა ამ სამარცხვინო პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჭიათურელებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსები არ გაიკარეს აქციებისას”-შალვა ნათელაშვილი

,,აი ახლა ამ სამარცხვინო პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჭიათურელებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსები არ გაიკარეს აქციებისას”-ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი წერს.

ნათელაშვილი პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბახტაძემ ჭიათურელებს მადლობა გადაუხადა

,,ახლა ხომ ხვდებით ვინაა ავტორი ცნობილი ფრაზებისა—-პოლიტიკოსები არ გვინდა,პარტიები არ გვინდა,პოლიტიზაცია არ გვინდა——აი სანამ ამგვარად იქნება ხალხი დაზომბირებული ძაღლური ცხოვრებაც გაგრძელდება და ივანიშვილებიც სულ იქნებიან.ახლა რაც შეეხება ჭიათურის პროცესებს მისი დაორგანიზება სრულად მოახდინა უშიშროებამ, რათა ზეწოლა განეხორციელებინათ ფეროს მფლობელ ებრაელ ოლიგარქ კოლომოისკიზე, რომლის კანდიდატურაა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს არ აღედგინა მოქალაქეობა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისათვის. მიზანი ჩაუვარდათ და ტყუილებით დახუნძლული ხალხიც ისევ გაუშვეს შავ მაღაროებში”-წერს “ ლეიბირისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაში“პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ” – აკაკი ზოიძე ოპოზიციას მიმართავს
შემდეგი სტატიასაპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს – ბახტაძე