საპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის თქმით, საპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

“საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში,,აი ახლა ამ სამარცხვინო პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჭიათურელებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსები არ გაიკარეს აქციებისას”-შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიანანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს