საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული დავრჩებით – ჩარლზ ბრაუნი

პენტაგონში გაოგნებულები არიან რუსული გავლენების ზრდით საქართველოში – განცხადება რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის გენერალმა გააკეთა.

“თქვენ იცით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული დავრჩებით. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს NATO-ში, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც NATO-ს პარტნიორები არიან, ისევე, როგორც უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობაზე ევროპაში”, – განაცხადა ჩარლზ ბრაუნმა.

საქართველოს შესახებ გენერალ ბრაუნს კითხვა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ იმოქმედეს არსებული სურათი საქართველოს მიღებაზე ნატოში ან საქართველოს გზაზე ნატოში, რაზეც მაღალჩინოსანმა თქვა:

“მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, როგორც ფორმიანი სახელმწიფო მოხელე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ერების უსაფრთოების უზრუნველყოფა, მაგრამ ასევე მათი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა”- დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშითუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც „ენჯეოების“ გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო – “ქართული ოცნება” აშშ-ს
შემდეგი სტატიააგრძელებენ რიტორიკას, თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე – მანჯგალაძე “ქართულ ოცნებაზე”