აგრესია საიდანაც იწყება, ის სათავე უნდა ჩავახშოთ. ერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ, როცა აგრესია ჩვენი მხრიდან იწყება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, აგრესია როდესაც იქნება, მას სამართლებრივი პასუხი უნდა მოჰყვეს.
„ოპოზიცია რას ამბობს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბულინგისა და შეურაცხყოფის ბევრი მაგალითი გვაქვს, სხვათა შორის, უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც პირდაპირ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ 84 ტყვია არის საჭირო. 84 ტყვია რომ უნდათ, ესროლონ დეპუტატებს, ამით წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებენ და უმჯობესია, კალაპოტში ჩადგნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.