გამჭირვალობის ქართულმა კანონმა არეულობის ყველანაირი სცენარი გაანეიტრალა – იონათამიშვილი

ფაქტია, რომ გამჭირვალობის ქართულმა კანონმა არეულობის ყველანაირი სცენარი გაანეიტრალა და ამას უკვე კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინაღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია წარმოებდა, რაც საზოგადოებაში ლუსტრირებულია.

„კანონი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან, სინამდვილეში, პოლიტიკური „ენჯეოები“ არიან, რომელთაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი ამით ამბობენ, რომ გამჭირვალობის ეშინიათ და რაღაც აქვთ დასამალი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის – გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება
შემდეგი სტატიაერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ, როცა აგრესია ჩვენი მხრიდან იწყება – მაჭარაშვილი