რადიკალური ოპოზიცია მოძალადეა – იონათამიშვილი

რადიკალური ოპოზიცია მოძალადეა, ამბობენ, იძალადეთ და ადვოკატებს აგიყვანთ, ჯარიმებს ჩვენ გადავიხდითო, ძალადობის მხარეს დგებიან, თუმცა მოძალადეს საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ძალადობას ვგმობთ და ვემიჯნებით. ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები ძალადობას პირდაპირ ახალისებენ და პროპაგანდას ეწევიან, მათ შორის ფსიქოლიგიური ძალადობის. რადიკალური ოპოზიცია მოძალადეა. ამბობენ, რომ იძალადეთ და ადვოკატებს აგიყვანთ, ჯარიმებს ჩვენ გადავიხდითო. ისინი ძალადობის მხარეს დგებიან, თუმცა მოძალადეს საზოგადოება საკადრისს პასუხს გასცემს. სჯობს, გონს მოეგონ, რადგან ძალადობას საზოგადოება აქამდეც ვერ იტანდა და ეს ხალხი ხელისუფლებიდან გაუშვა. ისევ ასეთ მკაცრ პასუხს მიიღებენ“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ, როცა აგრესია ჩვენი მხრიდან იწყება – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიაკანონის მოწინააღმდეგეებს არგუმენტიც არ ჰქონიათ, მხოლოდ პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არგუმენტია „იმიტომ“ – კალაძე