“აღნიშნული პიროვნება სუს-ის თანამშრომელი არასდროს არ ყოფილა”

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია “ედიტორის” მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველო”-ს ღონისძიებაზე, სუსის თანამშრომელი პროცესის ვიდეოგადაღებას ახორციელებდა. სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას, “ფეისბუქის” საკურთარ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს სამოქალაქო პლატფორმა „ახალმა საქართველომ“ გაავრცელა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იუსტიციის სახლში, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ წერილის ჩაბარების პროცესის ვიდეოგადაღებას აწარმოებდა. ვაცხადებ, რომ აღნიშნული პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არასდროს არ ყოფილა და არც ამჟამად არის. გირჩევდით, რომ სანამ მსგავს ინფორმაციას და განცხადებებს გაავრცელებთ, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაადამოწმეთ,”-წერს ნინო გიორგობიანი.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძის ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ნაციონალურ მოძრაობას“ ცალკე შეხვედრაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ე.წ. შეჩერების მექანიზმის დამტკიცებისთანავე დასრულდება