აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა მიულოცეს.

სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

გასულ კვირას საქველმოქმედო აქცია დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმაც ჩაატარეს. სამხედროებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მიულოცეს.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ზვიად გამსახურდია არასოდეს არ დამთავრდება!!! თქვენ კი…