აღმოსავლეთი და სამხრეთი არის რუსეთის შუალედური სამიზნეები უკრაინის აღების მეორე მცდელობამდე – თავდაცვის სამინისტრო

აღმოსავლეთი და სამხრეთი არის რუსეთის ფედერაციის შუალედური სამიზნეები უკრაინის აღების მეორე მცდელობამდე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.
„ამჟამად მტრის დიდი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიის დაპყრობისკენ. ჯერჯერობით ეს ტერიტორიები არის შუალედური სამიზნეები, სანამ მტერი მეორედ დააპირებს მთელი უკრაინის დაპყრობას“, – აღნიშნა მალერმა.

მინისტრის მოადგილემ სამხრეთი და აღმოსავლეთი მტრის სტრატეგიულ სამიზნედ დაასახელა.

მან, ასევე, სიტუაციას, რომელიც ამ რეგიონებში შეიქმნა ძალიან რთული უწოდა.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, მტერი ცდილობს უპირატესობის მოპოვებას ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე. დონბასში კი ოკუპანტები უკრაინელ დამცველებს ყოველდღე ესხმიან თავს.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში დამპყრობლების ექვსი თავდასხმა მოიგერიეს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მეგრელიშვილი: „ჩვენი მთავარი ამოცანა არის გავხდეთ მართლა ევროპული, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 106-ე შეხვედრა გაიმართა