აღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2016 10:33

აღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი

ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი აღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა და შეხვედრები ექსპერტებთან, სადაც უწყების სამომავლო გეგმებთან ერთად აღნიშნული საკითხიც იქნება განხილული:

„მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ოქტომბრის თვეში დავიწყებდით დისკუსიას იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მომზადებული გვაქვს. მომავალ კვირას უკვე დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა. შეხვედრები გაიმართება ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადენლებთან. ნოემბრის დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგენთ 100 დღის მუშაობის ანგარიშს, ასევე მომავალი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ გეგმებს, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის საკითხზე,” – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით, შეაჩერა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2016 10:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics