ზურაბ აბაშიძე : თბილისში რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება

თბილისში რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება-ამ ინფორმაციას, პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ადასტურებს. აბაშიძემ განცხადება პრაღიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. მან გრიგორი კარასინთან, მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ უახლეს თვეებში თბილისში რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომლის ინიციატორიც რუსული მხარეა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, იგეგმება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ შეხვედრაზე გავრცელებული განცხადება, სადაც საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი.

“არის ნათქვამი, რომ რუსეთში და საქართველოში ჩატარებული არჩევნები საშუალებას იძლევა, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს, რაც ფაქტის კონსტანტაციაა,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი : თავაძის არჩევა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას საკონსტიტუციო სასამართლოში
შემდეგი სტატიააღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი