“აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ

თავრობის ადმინისტრაციასთან „აგარის შაქრის“ თანამშრომლები თანამოაზრეებთან ერთად საპროტესტო აქციას – „აამუშავე აგარა“ მართავენ. „აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

“აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ.

აგარაში ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

დასაქმებულები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. ბოლო 2 წელია, ქარხანა პერიოდულად ჩერდება.

banner
წინა სტატიაშირა ბედი ელის სომხეთის მიტაცებულ ჰუჯაბის ტაძარს?!
შემდეგი სტატია21 აპრილს თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება