ადვოკატის განცხადებით, მარნეულის მერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 15:53

ადვოკატის განცხადებით, მარნეულის მერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

მნიშვნელოვანი

  • შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

სხვა სტატიები

მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
„აბაზოვი დუმილის უფლებას კი არ იყენებს, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის სამართლებრივად დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა. დღეს სავარაუდოდ აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იქნება სასამართლოში მსჯელობა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო იქნება ობიექტური. რაც შეხება საქმის მასალებს, ის გადმოგვეცა და გაცნობის ეტაპზე ვიმყოფებით, თუმცა ის რაც მასალებით ჩვენთვის ცნობილია, რაიმე სამართლებრივი არგუმენტაცია დასაბუთებულობის კუთხით არ იძლევა იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ ბატონ თემურისთვის ბრალი წარედგინათ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, თემურ აბაზოვის არანაირი დამამცირებელი სახის შემხებლობა ამ საქმეში არ იკვეთება, თუმცა ბრალდებას უფლება აქვს ბრალი წარადგინოს.
„არანაირ შემხებლობას, არანაირ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას ბატონი თემური არ აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონია. გავეცნობით საქმის მასალებს და დაცვის მხარე ჩამოყალიბდება რა პოზიცია ექნება, იქნება ეს გირაოს მოთხოვნა თუ საერთოდ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების საკითხი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 15:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics