ადვოკატი: სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა სპეციალისტების კვალიფიციურობით და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილებების ქვეშაა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით. ასევე, თავად ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ.

საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

“მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ის, რომ ეხლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსი ამ “სამკურნალო” დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს, ეს ერთი და მეორე, იმ მდგომარეობაში რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება ესეც არის უცნობი, როგორც თავად ექიმებმა გააკეთეს განმარტებები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, შესაბამისად ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილი შეფასება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მე-18 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა
შემდეგი სტატიასამნიძე – ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა “ფეიკია”, მას ვთხოვდი, მაშინ დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა