სამნიძე – ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა “ფეიკია”, მას ვთხოვდი, მაშინ დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა

მე ვთხოვდი ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა არის “ფეიკი”, მაშინ დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა, სადაც დაწერილი იქნება და ხელმოწერილი ის პოზიცია, რომელიც გვესმის თავად კობახიძისგან, რომ დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტების ჯგუფის შესახებ.

როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, ექიმების პროფესიული დასკვნა არ შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, თუ რა მოხდება მომავალში, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ისინი პასუხისმგებლობას დასკვნასთან დაკავშირებით თავიანთივე ხელმოწერით ადასტურებენ.

„ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებაში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ ეგუება, არ შეუძლია და გადადის მუქარებზე, როცა ესმის საკუთარი პოზიციისგან განსხვავებული პოზიციები. გასაგებია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი გახდა თავდასხმის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ობიექტურ განცხადებებს აკეთებს და აგვიღწერს როგორია ობიექტური რეალობა, რომელიც უკავშირდება პატიმარ სააკაშვილს, ექიმების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არის პროფესიული და ეს არ შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, თუ რა მოხდება მომავალში, მათი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, თუ ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ამ ექიმებს, მათი პასუხისმგებლობა დადასტურებულია ხელმოწერით დასკვნაზე, რომელიც წარმოადგინეს. მაშინ მე ვთხოვდი ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ ეს არის “ფეიკი”, დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა, სადაც დაწერილი იქნება და ხელმოწერილი ის პოზიცია, რომელიც გვესმის თავად კობახიძისგან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცულია,”- განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა სპეციალისტების კვალიფიციურობით და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს არ აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია