ადვოკატი მოსამართლეს – სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს

თქვენ რომ საზოგადოების აზრი გაინტერესებდეთ, ახლა ოთარ აბესაძე იქნებოდა სახლში, გირაოთი, – ასე მიმართა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს.მოსამართლე ნინო ნაჭყებია ადვოკატ ჭკადუას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პროკურორმა ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შუამდგომლობა ციხის ადმინისტრაციის იმ პოზიციით გაამყარა, რომ „აბესაძე კარგადაა“. მოსამართლის თქმით, პროკურორს ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ერთ სხდომაზე და შესაბამისად, არც მას გაუთვალისწინებია რაიმე მსგავსი არგუმენტი. ამის საპასუხოდ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ ის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს სასამართლოს უწყობს.
„თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს. თქვენ თქვით სწორედ წინა პროცესზე – მაჯა კარგი აქვს, წნევა კარგი აქვს და შემდეგ ასეთი ადამიანი მოხვდა ჩაფიძის კლინიკაში”, – მიმართა მოსამართლეს ჭკადუამ.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის მამა – შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა – უნდა დაისაჯოს, ვინც მას ესროლა და ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა
შემდეგი სტატიადავით ტურაშვილი კლინიკაში რჩება