თემირლან მაჩალიკაშვილის მამა – შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა – უნდა დაისაჯოს, ვინც მას ესროლა და ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩლიკაშვილი მომხდარის გამოძიებას ითხოვს. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უნდა დაისაჯოს ის, ვინც მის შვილს ესროლა და ისიც, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა.

“ეს შვილი ჩემთვის ყველაფერია. მის მერე აღარაფერი აღარ მინდა. თუ ის არ გამოვა მდგომარეობიდან და არ გადარჩება, აღარც სიცოცხლე აღარ მინდა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინც ჩემს შვილს ესროლა და ვისი დაკვეთაც იყო, ზემდგომების ჩათვლით, დაისაჯოს. ვითომ ტერორისტებს ხოცავენ, საფრანგეთიდან და ამერიკიდან ფულს იღებენ. უსაქმურად რომ სხედან, ეს ფული ხომ სადღაც უნდა ჩამოწერონ. ამათ ვინ აიყვანეს, სად აიყვანეს და რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩემი საქმე არ არის. ამათ ეს ფული ჩემს უბედურ თავზე თავიანთი ბედის ასაგებად გამოიყენეს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისელ ახლობლებთან ერთად, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. პანკისიდან გადმოყვანის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილი სწორედ ამ საავადყოფოში მოათავსეს. მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიტრიუდომ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე თბილისში ვიზიტი გაიხსენა
შემდეგი სტატიაადვოკატი მოსამართლეს – სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს