ადვოკატი: მესამე პრეიზიდენტს ვთხოვეთ სასამართლო პროცესამდე მედიკამენტების მიღება არ შეეწყვიტა

მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას 29 ნოემბრამდე არ შეწყვეტს. ამ შინაარსის თხოვნით მესამე პრეზიდენტს დაცვის მხარემ მიმართა, იმ არგუმენტით, რომ სასამართლო პროცესზე თავი მხნედ ეგრძნო და ეტაპირებაზეც პრობლემა არ შექმნოდა.

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა, იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გონს მოეგება და მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს შეუშვებს.

ჩვენი თვითმიზანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება, მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმა, ეს არ არის, ბინებრივია. ჩვენი მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, იყოს საღსალამათი და მას ჰქონდეს ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა იყო მისდამი, რომ ორშაბათამდე მინიმუმ აი, ამ აქციაზე დროებით მაინც მოეხდინა შეჩერება. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მოეგება გონს და დეპუტატებს მისცემენ შესაძლებლობას, რომ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი ან სამართლებრივი საფუძველი მათი არშეშვების არ არსებობს. მნიშვნელოვანი რაც არის დღეავნდელ შეხვედრიდან არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ 29- ში ჩანიშნლ პროცესში მას უნდა მონაწილეობის მიღება და არ სეიძლება ხალხის შეკრებაზე მითითებით ხელისუფლებამ უარი თქვას მის გადაყვანაზე, – განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა კორთხონჯია – ლეგიტიმური შეკითხვები გვქონდა და აქ პოლიცია დაგვახვედრეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: საკრებულოებში მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, ენმ-ს საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა