ადვოკატი – გოგი წულაია ქალისთვის ლოყაზე კოცნის გამო დააკავეს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატის თქმით, წულაიამ დაზარალებულს „ლოყაზე აკოცა“, რის გამოც ბოდიშს უხდის.

ადვოკატის თქმით, სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია.

„გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა”, – განაცხადა გელბახიანმა.

ამასთან, ადვოკატი უსაფუძვლოს უწოდებს პროკურატურის პოზიციას, რომ წულაიასთვის პატიმრობის შეფარდება აუცილებელი იყო, რადგან მისი მიმალვის საფრთხე არსებობდა.

banner
წინა სტატიაში„სამართლიანი არჩევნები“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ორგანიზაციაზე ზეწოლად აფასებს
შემდეგი სტატიაირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის ნაწილობრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად თბილისის მერიამ გაავრცელა