ადვოკატი ბექა ბასილაია დროებითი მოთავსების იზოლატორში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებს

იურისტი ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვაზე, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, უარი თქვა.

უფლებადამცველი, რომელიც 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს, სხვა დაკავებული აქციის მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში საკუთარი სურვილით რჩება.

ბასილაია აცხადებს, რომ მზად არის ადმინისტრაციული სასჯელი მოიხადოს და 14 დღეს პატიმრობაში გაატაროს.

ბასილაია დღეიდან შიმშილობას იწყებს და ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს მანამ, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება.

ბექა ბასილაიას სასამართლომ 21 ივნისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ლემონჯავა: არ ვაპირებთ შევწყვიტოთ შიმშილობა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ადა მარშანია ნიკა მელიასა და თინა ბოკუჩავას სიტყვიერად დაუპირისპირდა