ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს. დასკვნითი სიტყვის შემდეგ საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულიც ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

კალანდიას ადვოკატი დარწმუნებლია რომ სასამართლო მათ პოზიციას გაიზიარებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზურაბ თოდუას თქმით ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.

სასამართლო სხდომას ესწრება ზაზა სარალიძის ადვოკატი. ნესტან ლონდარიძემ მედიასთან კომენტარის გაკეთებისას მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრების ბრალდებებს უპასუხა, სადაც ისინი ზაზა სარალიძეს შვილის გაყიდვაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები და აზრად არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული