ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება – ზურაბიშვილის ფოტოების მერიისა და პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნების გამო “საია” ცესკოს მიმართავს

შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ცესკოს მიმართავს და ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.
საუბარია, პარლამენტის თავმჯდომარის, დედაქალაქის მერისა და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ ვიზიტზე გმირთა მემორიალთან, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე.

საია-ში აცხადებენ, რომ ეს ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალების აგიტაციისთვის გამოყენებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნიშნავს.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სააგიტაციო მიზნით არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, შესაბამისად ამ საკითხის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რატი თინიკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დადგინდა დედაქალაქის მერია და პარლამენტი 2 000 ლარით უნდა დაჯარიმდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლას პოლიტიკოსებს სთხოვენ