რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლას პოლიტიკოსებს სთხოვენ

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლასა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ.

პარლამენტის შენობის წინ დღის ბოლოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, პაატა ბურჭულაძეც მივიდა და შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა. აქციაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიანობამდე იყო მობილიზებული პოლიციაც.

“მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, მმართველ პარტიასაც მოვუწოდებ”-ამბობს ზაზა სარალიძე.

პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით კი აქციას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება – ზურაბიშვილის ფოტოების მერიისა და პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნების გამო “საია” ცესკოს მიმართავს
შემდეგი სტატიაპრემიერმა გააკეთა სწორი აქცენტები – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაეროში პრემიერის გამოსვლას აფასებს