ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება

სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაათვალიერა და საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დიმიტრი გაბუნია მისი საპარლამენტო მდივანი, ხოლო ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება.

მას არ უსაუბრია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობაზე. თქვა, რომ ადმინისტრაცია ორშაბათისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება მედია კლუბი, სადაც ის ჟურნალისტებთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრებს.

„კვირის ბოლოს ან ორშაბათს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ჯგუფი ადმინისტრაციის. მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და ჩვენ გვექნება სხვადასხვა ფორმატის ურთიერთობა,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ
შემდეგი სტატია“…არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე”- “სხვა ფორმატის” ურთიერთობა ჟურნალისტებთან