“…არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე”- “სხვა ფორმატის” ურთიერთობა ჟურნალისტებთან

აქ იქნება თქვენი სახლი, – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის სასახლეში. პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება მედია კლუბი, სადაც ის ჟურნალისტებთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრებს.

„მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – off record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება
შემდეგი სტატიაგოგი წულაიამ ბიუჯეტის პროექტს ცეცხლი წაუკიდა