სალომე ზურაბიშვილი : ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში, საკუთარ კაბინეტში შესვლისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, რემონტის გამო სასახლეში ჯერ ყველაფერი საჭირო ფორმაში არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე გარემოს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, რადგან ბევრი სამუშაო აქვს.

„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არა მარტო კირკიტაძეს, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც 4 ქალბატობს, პარლამენტის წევრს, თავს დაესხა“ – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, საპარლამენტო მდივანი კი დიმიტრი გაბუნია იქნება