“ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია”

news
ავტ.: news ივნისი 6, 2016 19:53

“ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია”

მთავრობოს ადმინისტრაციის ორგანიზებით “თბილის მერიოტში” ოფიციალური მიღება გაიმართა. შეხვედრის თემა საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის 2014-2020 განხორციელების გზაა. ოფიციალური მიღებას, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხდა ევროკავშირს მის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ემსახურება ადამიანის უფლებათა განვითარებასა და უკეთეს დაცვას. ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო და კვლავ არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან მასზე მუშაობა მიმდინარეობდა ძალიან ინკლუზიურ და გამჭვირვალე გარემოში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტორები იყვნენ ჩართულნი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი თანხმდება, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობამ დაამტკიცა მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დარგში ჩვენი მიღწევებით. თუმცა, მწამს, რომ გუშინდელი მარცხის დღევანდელ წარმატებად გარდაქმნის პროცესს დასასრული არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს ვუდგენთ და გვჭირდება უფრო მეტი შრომა, რათა შევძლოთ ამ სტანდარტების ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დონეზე შენარჩუნება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები სრულადაა ასახული სამთავრობო ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში. ესაა შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოცემულ რეომენდაციებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 6, 2016 19:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics