ადამიანებმა გადაწყვიტეს, იყვნენ რადიკალურები და ხეპრეები – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკიმ განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას იტყვიან აქციის მონაწილეები, მთავარია ხელისუფლებამ საქმიანობა გააგრძელოს.

გარდა ამისა, ვოლსკიმ აქციის მონაწილეებს “ხეპრები” უწოდა.

“ადამიანებმა გადაწყვიტეს რაოდენობის მიუხედავად, იყვნენ იმდენად რადიკალურები და ხეპრეები, რომ შეუშალონ ხელი იმ საკითხებს, რასაც ვიხილავთ. სამწუხაროა, მაგრამ საკმაოდ დიდია ხალხის რაოდენობა, ვინც აგრესიულად არის განწყობილი, მათ შორის ჩვენხც გვიკავშირდებიან და კატოგორიულად არ უნდა იქნეს დაშვეული ის, რომ დაძაბულობა და პარტიებს შორის ურთიერთობა საზოგადოებაზე გადავიდეს. რას იტყვიან ბოქლომები რა მნიშვნელობა აქვს. არ ემახსოვრება ხვალ არავის. თუ არ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, ეს ყველას დაამახსოვრდება,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში
შემდეგი სტატიაკარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა, თემა დახურულია – წულუკიანი